უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ევროპარლამენტარები ქართველი პოლიტიკოსებისთვის განმარტავენ 1 აპრილს მიღებული ერთობლივი დეკლარაციის არსს, სადაც ფინანსური დახმარების შეჩერების მოთხოვნაზეც წერდნენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციურ პარტიებს.
27 იანვარს აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. ჰოლოკოსტის დროს დახოცეს 6 მილიონზე მეტი ადამიანი. მათი უდიდესი უმრავლესობა ებრაელები იყვნენ. "ჩვენი ერის ნახევარი ექვს წელიწადში უბრალოდ გაქრა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში:
კომპანია "ედისონ რისერჩის" ბოლო გამოკვლევით, საქართველოში გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს ქვეყანაში აშშ-ის ბაზების განთავსების იდეას. ამ ექსკლუზიური ინფორმაციის გარდა კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უზიარებს მე-5 გამოკვლევის არაერთ სხვა შედეგსა და ნიუანსს.
„რუსეთი მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს მისი მისწრაფებების განხორციელებაში. ყველაზე ცუდი საქართველოსთვის იქნება ისეთი მთავრობის ყოლა, რომელიც ამას დაეთანხმება და დაჰყვება რუსეთის ზეწოლას.“, - აცხადებს კურტ ვოლკერი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში პასუხობს შეკითხვებს: საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკურ გარემოზე, არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებაზე, ევროპარლამენტის 16 სექტემბრის რეზოლუციასა და რუსეთთან ურთიერთობაზე:
„შრომითი უფლებები შუქდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი დაიღუპება და შუქდება მხოლოდ სკანდალისთვის, სერიოზული მსჯელობა-ანალიზის გარეშე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოტე ერისთავი.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) მკვლევრებმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეისწავლეს ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ეთნიკურ უმცირესობებს, ეფექტიანი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში.
პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ რადიოს წინააღმდეგ მიმდინარე მუქარის შემცველი კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და პროკურატურისთვის მიმართვის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში უნებართვო შეღწევისა და ინფორმაციის დაუფლების ფაქტსა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გამოძიების მიმდინარეობაზე.
1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რის შემდეგაც უქმდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ყველა სხვა საკანონმდებლო რეგულაცია.
1 სექტემბერს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიუროს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
გასულ კვირაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში სუროგაციის შემდგომ რეგულირებას შეეხებოდა.
31 აგვისტოს ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება იმისათვის, რომ ნარკოლოგიის სპეციალისტებმა და ნარკომომხმარებელთა თემის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა „ნეოგენის“ ხელმძღვანელი, დავით ვადაჭკორია თვლის, რომ ნარკომანია საქართველოსთვის უმთავრეს პრობლემათა სამეულშია.
ჰააგის ტრიბუნალის მიერ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით შუალედში სავარაუდოდ მომხდარი ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დასასრულისკენ მიდის.
არასამთავრობო ორგანიზაციები: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებენ გააქტიურდეს და ეფექტიანად იზრუნოს გალში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შემსუბუქებაზე.
25 აგვისტოს საღამოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის მცხოვრებლებმა მდინარე ენგურში გამორიყული 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ ის აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას ენგურის გადაცურვით ცდილობდა.
ჩამოტვირთე მეტი