რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მაისის ბოლოს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის კიდევ 52-მა მოსწავლემ დაასრულა სწავლა და ისინი ახლა განათლების მისაღებად უკვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ განათლების მიღებას.
პირველ ივნისს თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო კონფერენცია, სახელწოდებით ”ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ”. კონფერენციაზე ბავშვთა უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს.
ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლები არჩევნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ წინასწარ დასკვნას აქვეყნებენ.
რა იმედით წავიდა კვირას საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა ცვლილებებს ელის ის 30 მაისის არჩევნებისგან? საკუთარი ხმა დღეს, რიგით ამომრჩევლებსა და თბილისის მერობის კანდიდატებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმაც დააფიქსირა.
ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ”ცესკოს” მიერ ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებმა სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაიაროს.
არასამთავრობო ორგანიზაციები 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში სამხედრო პირთა მონაწილეობის წესს ეწინააღმდეგებიან. ისინი აცხადებენ, რომ ცესკომ და მმართველი პარტიამ საარჩევნო კოდექსის ინტერპრეტაცია მოახდინეს.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაში 4 325 ქვეითი მონაწილეობდა - სამხედროები ახალი შეფერილობის ტექნიკითა და ფორმით წარდგნენ. რუსთაველის გამზირზე ჩაიარა ჯავშანტრანსპორტიორებმა და საარტილერიო სისტემებმა. აღლუმი ავიაციის საჩვენებელი ფრენით დასრულდა.
რადიო ”თავისუფლება” აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. 20 მაისს რადიო ”თავისუფლების” დილის გადაცემის შეკითხვებს პასუხობდა პარტია ”მომავალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე.
რადიო თავისუფლების დილის პროგრამა აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. ამჯერად შეკითხვებს პასუხობდა, ”კონსერვატიული” პარტიის ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა 17 მაისს მედიას წარუდგინა ანგარიში კომისიაში შესული საჩივრებისა და განცხადებების შესახებ. მისი თქმით, კომისია ყველა შემოსულ საჩივარსა და განცხადებას შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.
გასულ კვირას საქართველოში ერთ საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბის ინიციატივით, ”ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა. ფესტივალში არა მხოლოდ ღვინის კომპანიებმა და მცირე მარნებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ ქართული ოპოზიციის ჯერიც დადგა. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ მათთან 14 მაისს, დილიდან, ”თბილისი მარიოტში” დაიწყო შეხვედრები.
ხუთასმა ადვოკატმა გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. ცვლილებები 10 პუნქტს მოიცავს და, ადვოკატთა მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
პროექტს, რომელსაც პირობითად დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტსაც უწოდებენ, 41 ხმიდან 31 ხმა ერგო და იმ საბაზისო პროექტად გადაიქცა, რომლის სრულყოფაც უახლოეს მომავალში დაიწყება. სხდომაზე კიდევ ორი პროექტი იყო წარმოდგენილი.
10 მაისს ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა სპეციალური ბრიფინგის მეშვეობით მოუწოდა, არ განახორციელონ ისეთი პროექტები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში არჩევნების გამოცხადებამდე არ იყო გათვალისწინებული.
დღეს ბრიუსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შედეგებია განხილული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის მიხედვით.
3 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ელისო ჩაფიძე, გაზეთ "რეზონანსის” რედაქტორი. რა პრობლემებია ქართულ მედიაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით? - ამ საკითხის ირგვლივ ისაუბრა სტუმარმა.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას ცოტა ხნის წინ სტუმრობდა მისი პირველი დირექტორი დონალდ თომასი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აკადემიაში სემინარებსა და ტრენინგებს მართავდა.
მცხეთაში, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბებრის ციხემ, გადაუღებელი წვიმების შედეგად, 28 აპრილს ნგრევა დაიწყო. ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც.
არქიტექტურულ გეგმებში დაშვებული შეცდომებისა და მთავრობის მიერ მშენებლობის დაჩქარებული ტემპის შედეგია ის, რომ კოტეჯები მეტისმეტად ნესტიანია, კედლებზე ობია მოკიდებული, იატაკი კი დახეთქილია.
ჩამოტვირთე მეტი