რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
გახშირებული ნალექის შედეგად, უკანასკნელი ორი დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ველისციხეში, მდინარე ჭერემის ხევთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა უკვე ორი ღამეა ევაკუირებულია.
სოციალურმა ჯგუფმა facebook-იდან რუსთაველის გამზირზე თეატრალიზებული აქცია გამართა, სახელწოდებით ”არა პოლიეთილენის პარკებს”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა კი დედამიწის დღისადმი მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. როგორც ”ეროვნული საბჭოს” წევრი კახა კუკავა აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა იუსტიციის მინისტრის შევიწროება დაიწყო და ყველა წამყვან თანამდებობაზე თავისი პროტეჟეები დანიშნა.
უკვე მეხუთე დღეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო, ავიარეისები არ სრულდება. ავიაკომპანიებისა და საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციას უჭირს პროგნოზის გაკეთება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე რამდენიმე დღის წინ, წერილობითი ფორმით გააკრიტიკა
უკვე 20 წელია საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 32 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ათასობით ადამიანმა პროტესტი გამოხატა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებდა.
თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ლეხ კაჩინსკის სახით საქართველომ უდიდესი მეგობარი დაკარგა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ევროპის სახლი გაიხსნა. გეგმის თანახმად, ის ჯერ კიდევ მარტის ბოლოს უნდა გაეხსნა ჩეხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო ცერემონიალი გადაიდო.
2007-2010 წლისგან განსხვავებით, მომდევნო სამწლიანი პროგრამის დაფინანსება თითქმის 60 მილიონი ევროთი გაიზარდა. 50 გვერდიან პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რას მოხმარდება აღნიშნული ფინანსური დახმარება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, მოახლოებული არჩევნები - ამ საკითხებით დაინტერესდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს წევრები თბილისში ვიზიტისას.
ქართული მოდის პირველი კვირეული 26-29 მარტს თბილისში, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, გაიმართა. ქართველმა, უკრაინელმა, ფრანგმა და იტალიელმა მოდელებმა 18 დიზაინერის ნამუშევრები წარადგინეს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის მტკიცებით, უახლოეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შესაძლოა, ბოლივიამ და ეკვადორმა აღიარონ. ამის შესახებ თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა.
ავიაკომპანია ”აირზენა”, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობით, მოსკოვის მიმართულებით სადღესასწაულო დღეებში 6 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ნიკოლაი პატრუშევის მიერ 31 მარტს გაკეთებულ განცხადებას ხელი არ შეუშლია თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის.
ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხები ”უპრეცედენტოდ გაიზარდა”, ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში.
სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი სოსო ჟვანია, როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გონიოს სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა. კაპრალი საკუთარ ოჯახში სოფელ ნარაზენში გადაასვენეს.
”რეალურად დღეს შესაძლებელია, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგიის - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებების მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფასო გაზი და ფიქსირებული ფასით შესაძენი გაზი”, - გია ჭანტურიას წინასაარჩევნო განცხადება.
რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, როდესაც მან ტელეკომპანია ”იმედს” „მოდელირებული ქრონიკის“ ეთერში გასვლის გამო მხოლოდ დეკლარაციის გამოქვეყნება, ანუ ბოდიშის მოხდა, დაავალა, ამის შესახებ კითხვები კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წუთიდან, ანუ 15 მარტიდან, ისმის.
19 მარტს სახალხო დამცველის ოფისში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
ისევ და ისევ „მოდელირებული ქრონიკის“ გარშემო ტრიალებს დღეს გაზეთი ”რეზონანსი”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და ბეჭდავს გაზეთ ”ბათუმელების” ინტერვიუს თოქ-შოუს წამყვან ნათია კობერიძესთან.
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სატრანზიტო დროებითი სანომრე ნიშნით სარგებლობენ, 1 მაისიდან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს გადახდა მოუწევთ.
ჩამოტვირთე მეტი