რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
თელავის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რუსულენოვანი ინტერნეტი განიხილავს, ეს რუსოფობია იყო თუ ყოფითი კონფლიქტი?
ალბათ უნდა გაგიმართლოს, დაიბადო გავლენიან ოჯახში. საუკუნის ყველაზე ნიჭიერი პოეტი ლექსებს გიძღვნიდეს. მერე მთავარზე გათხოვდე და დედოფალი გახდე. მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრებაში კარგთან ერთად იმდენი ცუდიც მოხდა, რომ რთულია გაარკვიო, ის ბედნიერი ქალი იყო, თუ უბედური.
28 ივნისს გარდაიცვალა მეცნიერი, გეოლოგი ელენე აბაშიძე, ის 104 წლის იყო.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, შეამციროს ორიოდე ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.
შაქარი რომ მავნებელია, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ ბევრი არც მარილი არ ვარგა და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, მსოფლიოში მარილს ზომიერად თითქმის არცერთი ქვეყანა არ ხმარობს, მათ შორის არც საქართველო.
რთული წლები აფხაზეთის ისტორიიდან, რომლებიც დღეს აღარავის ახსოვს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოსცა წიგნი: „აფხაზეთი (1917-1921) - მეხსიერების რეკონსტრუქცია“. წიგნის ავტორები - ირაკლი ხვადაგიანი, დავით ხვადაგიანი, გიორგი კანდელაკი - იმ პერიოდის მოვლენებს ახალი პერსპექტივიდან აფასებენ.
29-30 მაისის ღამე. მთავრობის კანცელარიის წინ რამდენიმე ადამიანი ღამის გასათევად ემზადება. 40 დღეა აქ არიან და წამალს ითხოვენ შვილებისთვის, რომლებიც დიუშენის სინდრომით დაიბადნენ.
30-31 მაისს თბილისში, ვარდების ბაღში დამოუკიდებელი მედიისთვის საგაზაფხულო ბაზრობა და აუქციონი ეწყობა. იყიდება სამკაულები, ტანსაცმელი, წიგნები... შეგროვებული ფული 22 ონლაინ მედია ორგანიზაციაზე განაწილდება.
2026 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ზეიმობს. ეს თარიღი ფონად გასდევდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც - 26 მაისს.
ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე - 18-19 მაისს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ისინი აფხაზეთის ომის დროს, 1992-1993 წლებში, დაიღუპნენ.
ამერიკა-სსრკ-ის კოსმოსურ რბოლას, ანუ შეჯიბრებას, ვინ პირველი გაუშვებდა რაკეტას კოსმოსში, სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარებაც მოჰყვა, მათ შორის საქართველოშიც. ქართველი მწერლების ფანტასტიკურ სამყაროში მსოფლიოს გადამრჩენელი სუპერგმირი ყოველთვის ქართველი იყო, ქართული გენი კი - საუკეთესო.
მდევარს ხელში რომ არ ჩაუვარდეს, მეფე რადამისტი ორსულ ცოლს, დედოფალ ზენობიას მახვილს ჩასცემს... - ეს ამბავი პირველ საუკუნეში მოხდა და ბევრი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა, შეიქმნა ნახატები, ნაწარმოებები, ოპერები, თუმცა მხოლოდ ევროპაში.
საბჭოთა კავშირის პროპაგანდა სტალინს უბადლო მთავარსარდლად წარმოაჩენდა, ადამიანად, რომელმაც ნაციზმი დაამარცხა და მშვიდობა დაამყარა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გამოაშკარავებული ფაქტები საწინააღმდეგოზე მიუთითებს - სტალინი არც სამხედრო სტრატეგად ვარგოდა და არც მშვიდობისკენ ისწრაფოდა.
თუ ადრე მანქანის აქციზში 2 000 ლარსაც არ იხდიდნენ, ახლა 9 000 ლარამდეა გადასახდელი. გაძვირებულმა აქციზმა მანქანების ფასებიც გააორმაგა.
პურის საჭრელი დანა, კარაქის დანა, მახათი, დანა-ბრელოკი - საქართველოს კანონმდებლობით, ეს ყველაფერი ცივ იარაღად ითვლება და თუ ადამიანს ქუჩაში უპოვეს, ჩამოართმევენ და 500 ლარით დააჯარიმებენ.
1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს. ნებართვისთვის ნიადაგის ანალიზი და საბუთებია საჭირო, ნერგებიც მხოლოდ სერტიფიცირებულ სანერგეში უნდა შეიძინონ.
დოსითეოსი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებელი, ზოგი ცნობით კი პატრიარქი იყო. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოყოლილი აჯანყების ორი ლიდერი, მიტროპოლიტები დოსითეოსი და ექვთიმე რუსულმა ხელისუფლებამ დააკავა. მოხუცი მღვდელმთავრები გადასახლებაში ტომრებით წაიყვანეს.
„ვეფხისტყაოსანს“ უმეტესობა სკოლაში, ბავშვობაში კითხულობს და უკვე ზრდასრულს ბევრი რამ აღარ ახსოვს ან თავიდანვე არ შეუმჩნევია. ადამიანი სხვადასხვა ასაკში წიგნს სხვადასხვანაირად აღიქვამს. თეა თოფურია შეეცდება „ვეფხისტყაოსანს“ კიდევ ერთხელ სხვა თვალით შეგახედოთ.
ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველდღიურად იცვლება, თანაც მასზე ყველაფერი მოქმედებს: ინგლისურიც, ციფრული სამყაროც და ოკუპაციაც კი. 14 აპრილს, დედაენის დღეზე რადიო თავისუფლებამ ფილოლოგებს ჰკითხა, რა მოსდის ქართულ ენას.
იგორ როდიონოვი, 9 აპრილის ღამეს მომიტინგეების დარბევის ხელმძღვანელი გენერალი ცხოვრების ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მომხდარში თავად ქართველები, კიდევ დასავლეთი, და სხვა „პროვოკატორები“ იყვნენ დამნაშავეები. ის არავის დაუსჯია, პირიქით, წლების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრიც გახდა და დეპუტატადაც აირჩიეს.
ჩამოტვირთე მეტი