„ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა, კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის…“
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 22 767 მსჯავრდებული იყო. ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გაძვირებული მგზავრობის თემაზე რესპონდენტების მოსაძებნად გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აქტიურ ფეისბუკ ჯგუფში დავწერეთ, რომელიც დაახლოებით 84 000 ადამიანს აერთიანებს. პოსტი მალევე იქცა დისკუსიის სივრცედ.
საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.
„გამოვლინდა 6 ახალი სახელმწიფო, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკებს იყენებენ“, - წერს "ფრიდომ ჰაუსი" ანგარიშში, რომელიც 16 აპრილს გამოქვეყნდა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო კენიასთან, ტანზანიასთან, ზიმბაბვესთან, ავღანეთსა და ბენინთან ერთად.
„შემცირდა იმიტომ, რომ, ძირითადად, ეს კეთდება კადრების მოზიდვის მიზნით...“ - ასე განმარტა საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე ტაბატაძემ, დაზვერვის სააგენტოში ხელმძღვანელ პოზიციებზე გამოცდილების მოთხოვნის შემცირება.
„ჩეხეთი ბაბიშს არ ეკუთვნის!“ „ჩვენ არ გვინდა რუსული კანონი!“ „დავიცვათ დემოკრატია!“ „არა უტიფარ მთავრობას!“ - ამ შინაარსის პლაკატებით მივიდნენ დემონსტრანტები ჩეხეთის სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში გამართულ ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაზე.
„დემოკრატიისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხე არის ოპოზიციის განადგურების მცდელობა,“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პატრიცია გრჟებიკი, ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ვრცელი და კრიტიკული ანგარიშის ავტორი.
„იმედი ცოცხალია. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში რაჟდენ კუპრაშვილმა 27 თებერვალს. იმ დროს ის ჯერ კიდევ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი იყო. სამ დღეში მისი უწყება დაახლოებით 1190-დღიანი არსებობის შემდეგ ოფიციალურად გაუქმდა.