როგორც ჩანს, ჩეჩენ საველე მეთაურს, სალმან რადუევს დაკრძალავენ ციხის სასაფლაოზე სოლიკამსკში, სადაც იგი სამუდამო პატიმრობას იხდიდა.
გერმანიაში გაიფიცნენ ტრანსპორტის მუშაკები. აქცია დღეს დილას დაიწყო ბავარიის მხარის დედაქალაქ მიუნხენში.
უცხოელები, რომლებიც ვენაში ცხოვრობენ არანაკლებ ხუთი წლისა, უფლებას მიიღებენ მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იქნან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში.
პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის პოზიცია საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე "შესაძლოა უფრო ლოიალური და მოქნილი იყოს".
დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყში დაათვალიერეს სამი სამხედრო ობიექტი - ორი ბირთვული კვლევითი ცენტრი და საწარმო, რომელიც თავის დროზე უშვებდა "სკადის" ტიპის რაკეტებს.
ერაყის ოპოზიციას მიაჩნია, რომ სადამ ჰუსეინი და მისი გარემოცვა სასამართლოს უნდა გადაეცენ
ისრაელის ჯარებმა კვირას ბულდოზერებით დაანგრიეს პალესტინელების 13 სახლი ღაზის სექტორის სამხრეთში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს აძლევს უფლებას, გაანადგურონ ყველაზე საშიში ტერორისტები,
პერმის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა ჩეჩენი საველე მეთაური სალმან რადუევი.
დღეს გროზნოს ცენტრში ფუგასის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც აქტიურად შეეცდება ევროპის კავშირში გაწევრიანებას.
რუსეთის კომპანია "ლუკოილი" არამართებულად მიიჩნევს ერაყის მოქმედებას კომპანიის მიმართ.
ჩამოტვირთე მეტი