რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ჩეჩენი საველე მეთაურის სალმან რადუევის ცხედარი დაკრძალული უცნობ ადგილას იქნა.
ისრაელის ჯარმა პალესტინელთა ტერიტორიებზე ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ფართო მასშტაბინი სამხედრო ოპერაცია მოაწყო.
ლონდონში ერაყის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების, სხვათა შორის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალების შეხვედრა გაიმართა.
"პრაიმ ნიუსმა" გაავრცელა ცნობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას,
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაეულმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ერთობ სკეპტიკურად უყურებს ერაყის ხელმძღვანელობის ანგარიშს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების დამოუკიედებელი კომისიის ახალი თავმჯდომარე დანიშნა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აპირებს იანვარში ლონდონში დაპატიჟოს პალესტინელების ლიდერთა ჯგუფი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო პირველი 8 სინჯი, რომლებიც გაერო სამხედრო ექსპერტებმა მოაგროვეს ერაყის სამხედრო ობიექტებზე.
გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში განიხილავს მოწმეთა ჩვენებებს ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილიანა პლავშიჩის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ჩეჩენ საველე მეთაურს, სალმან რადუევს დაკრძალავენ ციხის სასაფლაოზე სოლიკამსკში, სადაც იგი სამუდამო პატიმრობას იხდიდა.
გერმანიაში გაიფიცნენ ტრანსპორტის მუშაკები. აქცია დღეს დილას დაიწყო ბავარიის მხარის დედაქალაქ მიუნხენში.
უცხოელები, რომლებიც ვენაში ცხოვრობენ არანაკლებ ხუთი წლისა, უფლებას მიიღებენ მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იქნან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში.
ჩამოტვირთე მეტი