არ შედგა ისრაელისა და პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა მოლაპარაკება,
იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, 8 აპრილამდე გადაიდო.
ტაშკენტში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა კანონმდებლებმა მაღალი შეფასება მისცეს ტერორიზმთან ბრძოლაში უზბეკეთის მონაწილეობას.
მაკედონიის ხელისუფლებამ გერმანიას მიმართა თხოვნით, დაეხმაროს მას, რათა ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს მაკედონიაში ყოფნის მანდატი წლის ბოლომდე გაუგრძელონ.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის სერჟ სარქისიანის განცხადებით, მის ქვეყანას სურს გააღრმავოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უშიშროების სფეროებში.
ედუარდ შევარდნაძის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა პანკისის ხეობაში მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებას არ გეგმავს.
ჩეჩნეთის სოფელ ჩერვლიონაიასთან 9-დან 13-ტ წლამდე ასაკის სამი ბავშვის გვამები იპოვეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბავშვები მოკლულ იქნენ.
დღეს ციხიდან გაათავისუფლეს ბელორუსიის ოპოზიციური მოძრაობის აქტივისტი ანდრეი კლიმოვი,
ხუთშაბათს ევროპის საბჭოს 20-მდე მეთვალყურე ჩავა უკრაინაში, სადაც კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მნიშვნელოვან გაფართოებას და აპირებს, შესაბამისი ზომები მიიღოს
ავღანეთში მოქმედი სამშვიდობო კონტინგენტის სარდალი, ამერიკელი გენერალი ჯონ მაკკოლი მხარს უჭერს წინადადებას მშვიდობისდამცველებისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე.
ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე “ალ-ყაიდის” მებრძოლთა ძებნა.
ჩამოტვირთე მეტი