საქართველოს პარლამენტმა ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღო სპეციალური განცხადება საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხში შეერთებული შტატების დახმარებაზე რუსეთის ოფიციალური წრეების უარყოფით გამოხმაურებასთან დაკავშირებით.
სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამერიკელ სამხედროთა შესაძლო გამოჩენა ცხინვალს რუსეთთან დაახლოებისაკენ უბიძგებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტი 5 მარტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სუვერენიტეტის ცნობის საკითხს.
კუბაში, გვანტანამოზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე მყოფი პატიმრებიდან დაახლოებით 100 კაცმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
თურქმა პარლამენტარებმა დღეს დაგმეს ევროპის პარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც თურქეთს მოუწოდებენ, აღიაროს 1915 წელს სომეხთა გენოციდი.
ედუარდ შევარდნაძემ "ისტერია" უწოდა რუსეთის უარყოფით რეაქციას პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე.
ნატომ დღეს აღიარა, რომ ხელი მოეცარა სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი რადოვან კარაჯიჩის შეპყრობის მცდელობისას.
სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა დააზუსტეს მოთხოვნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე საუდის არაბეთის სამშვიდობო ინიციატივას უკავშირდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისთვის გაუგებარია რუსეთის პრესაში დაწყებული ისტერიკა შეერთებული შტატების გეგმასთან დაკავშირებით, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.
გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი ავღანეთში განთავსებული უშიშროების მრავალეროვანი ჯარისთვის მანდატის გაგრძელების მოწოდებით გამოდის.
დღეს ჭურვი მოხვდა ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე სკოლას, რის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 30-მდე ბავშვი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს არმიის, აგრეთვე ეკონომიკური და საკანონმდებლო სისტემების მოდერნიზაციის დაჩქარებისაკენ მოუწოდა.
ჩამოტვირთე მეტი