მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკიდან დღეს ისრაელის ტანკები იქნა გაყვანილი.
ამერიკის საბრძოლო შვეულმფრენებმა მაღალმთიანი რაიონი დაბომბეს დღეს აღმოსავლეთ ავღანეთში,
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბულენთ ეჯევითმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკება გაიმართება შეერთებული შტატებისა და ევროპის ოფიციალურ წარმომადგენლებთან
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ რუსეთმა – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეფორმირების წინადადება უნდა წამოაყენოს.
შაბათს, ღამით, მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა იერუსალიმის ცენტრში.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაგამანადგურებელი ხმლთაშუა ზღვაში ჩავარდა დღეს კუნძულ კრეტას სამხრეთით.
დღეს მაკედონიაში, პოლიციელებზე მოხდა თავდასხმა.
ჩეჩნეთის დაბა ურუს-მარტანში 2 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი ნუგზარ საჯაია შაბათს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეხმარება 4 ბატალიონისა და ერთი ასეულის მომზადებაში, რომლებიც ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალების საფუძველს შექმნიან.
ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ცნობილი პოლიტიკოსების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერისათვის, ფოსტით, შხამიანი ნივთიერების შემცველი ამანათების გაგზავნის პასუხისმგებლობა, შოტლანდიელ ნაციონალისტთა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო თავის თავზე.
გუჯარათის შტატში, ინდოეთში, გრძელდება სისხლიანი შეტაკებები რელიგიურ ნიადაგზე, რამაც განვლილი 4 დღის მანძილზე 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩამოტვირთე მეტი