გაერო შიშობს, რომ ღაზის სექტორში ”ჰუმანიტარული კრიზისია” მოსალოდნელი, თუ ისრაელი გააგრძელებს პალესტინელების სურსათითა და წამლებით მომარაგების დაბრკოლებას.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ”ჰიუმან რაითს უოჩის” განცხადებით, ისრაელის ჯარებმა ჯენინის ბანაკში შესაძლოა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, მაგრამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იქ ვერ მიაკვლიეს ხოცა-ჟლეტის სამხილებს.
ავტობუსის ავარიამ ინდოეთში დღეს სულ ცოტა 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კანონების ლიბერალიზაციას.
აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა დღეს დილას ტელეფონით ისაუბრეს ტერორის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რუსეთის ფედერალური ჯარების წარმომადგენელ პოლკოვნიკ ილია შაბალკინის განცხადებით, ჩეჩნეთში მეამბოხეების თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
კოფი ანანის განცხადებას გაეროს მიერ ჯენინის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნილი დელეგაციის შესაძლო დაშლის შესახებ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებისათვის ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის გეგმები აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ.
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფებს პირველ რიგში ტერორიზმთან საბრძოლველად გამოიყენებენ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი, ვლადისლავ არძინბა, რომელიც 26 იანვრიდან მოსკოვში სამკურნალოდ იმყოფებოდა, ხუთშაბათს სოხუმში დაბრუნდა.
ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის აზრით, ბალტიის სახელმწიფოები ნატოს ბუნებრივი გეოგრაფიულ ნაწილი იქნებიან.
ყირგიზეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს 32- კაციანი ჯგუფი გააგზავნა ოშის პროვინციაში, სადაც მეწყრებმა 170-ზე მეტი სახლი დაანგრია.
ჩამოტვირთე მეტი