რუსეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს უზრუნველყოს საერთაშორისო მეთვალყურეთა და ქართველი ინსპექტორების უსაფრთხოება გუდაუთის სამხედრო ბაზის შემოწმებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონებში სეპარატისტებთან დადებული კომერციული გარიგებები და ხელშეკრულებები ,,დროისა და ფულის ტყუილად კარგვაა”.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში არ არის დარწმუნებული, რომ იასირ არაფატს უნარი შესწევს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.
ჯორჯ ბუში იმედოვნებს, რომ მოსკოვის სამიტზე ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების შემცირების თაობაზე.
დღეს ორი პალესტინელი და ერთი ისრაელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ისრაელის არმიის მოკლე რეიდის დროს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში.
დღეს გაეროს მიერ დაფუძნებული იუგოსლავიის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე, ჰააგაში, გამოცხადდა კოსოვოს პრეზიდენტი იბრაჰიმ რუგოვა.
ევროპის კავშირმა გაზარდა იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც ტერორისტულად არის გამოცხადებული.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა ვერ მოახერხეს ვაჭრობის სფეროში არსებული უთანხმოების მოგვარება.
გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ერფურტში დღეს გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა გასულ კვირაში მომხდარ ტრაგედიას.
ინდოეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ჯალანჯარში, ავიაგამანადგურებელი დაეცა ბანკის შენობას.
დღეს ვილნიუსში ევროპის საბჭოს წევრმა 36-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა სიკვდილით დასჯის ამკრძალავი კონვენციის დამატებას.
გაერო შიშობს, რომ ღაზის სექტორში ”ჰუმანიტარული კრიზისია” მოსალოდნელი, თუ ისრაელი გააგრძელებს პალესტინელების სურსათითა და წამლებით მომარაგების დაბრკოლებას.
ჩამოტვირთე მეტი