ბეირუთში მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფების, “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის” ლიდერის, აჰმედ ჯიბრილის ვაჟი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა განაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის გასწვრივ იწყება 350-კილომეტრიანი დამცავი კედლის პირველი სექციის მშენებლობა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უარი განაცხადა, გააუქმოს კუბასთან ვაჭრობაზე დაწესებული ემბარგო
პენტაგონის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლის გრეგორი ნიუბოლდის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში რჩებიან
მაკედონიაში მიმდინარეობს სახელმწიფო მოხელეთა გაფიცვა, რომელშიც 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს მოიწვია კაბინეტისა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა მეზობელ ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობა.
პრეზიდენტ მოჰამად ხათამის განცხადებით, ირანი დაიცავს თავის უფლებებს კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების განაწილების საკითხში.
ერაყმა ირანს პასუხისმგებლობა დააკისრა იმისთვის, რომ ჩაიშალა შეთანხმება ბაღდადსა და თეირანს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლების შესახებ.
დღეს ბუქარესტში დამთავრდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური თათბირი.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალური მდივნის ამრ მუსას განცხადებით, საერთაშორისო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ვერ ჩატარდება,
გალის რაიონში უშედეგოდ დამთავრდა საქართველოსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციათა მოლაპარაკება,
დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის მტკიცებით, შეიარაღებული აფხაზები და დაქირავებული რუსეთის მოქალაქეები,
ჩამოტვირთე მეტი