გაეროს სამხედრო ტრიბუნალს ჩაბარდა სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული ბოსნიელი სერბი, დუშკო კნეზევიჩი.
ინდოეთმა პაკისტანის ელჩ აშრაფ ჯეჰანგირ კაზის ერთი კვირა მისცა ინდოეთიდან გასამგზავრებლად.
რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს 82 წელი შეუსრულდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გადაჭრით უარყო ბრალდებები, თითქოს მისმა ადმინისტრაციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა 11 სექტემბრამდე მიღებულ გამაფრთხილებელ ნიშნებზე.
ბეირუთში დამთავრდა არაბული ლიგის ორდღიანი შეხვედრა.
ნანა დევდარიანი სამართლიანად მიიჩნევს 15 ამერიკელი სენატორის მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, აღიკვეთოს ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობა.
იგორ ივანოვისა და დიტერ ბოდენის შეხვედრაზე აფხაზეთის კონლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ჯოხარ დუდაევის ქვრივი საქართველოში ჩავიდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს რუსეთში უცხოელებზე სკინჰედების თავდასხმების პრობლემაზე მოსალაპარაკებლად.
ჰეიდარ ალიევმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს თავისი ქვეყნის ურთიერთობებს ირანთან.
სომხეთის განცხადებით, აშშ-ის სანქციები სომხურ ფირმა ”ლიზინის” წინააღმდეგ არ გააუარესებს ვაშინგტონსა და ერევანს შორის ურთიერთობას.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი მომზადებულია პოტენციური ტერორისტული თავდასხმებისათვის.
ჩამოტვირთე მეტი