ჩეხეთის პოლიცია ეძებს ტუბერკულოზით დაავადებულ 40 წლის ქართველს, რომელმაც სამი კვირის წინათ თვითნებურად დატოვა სეჩის ლტოლვილთა თავშესაფარი.
რუსეთში დააპატიმრეს ბიზნესმენი პლატონ ლებედევი, რომელსაც სახელმწიფოს კუთნვილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საპენსიო რეფორმას, რომელიც მას პრემიერ-მინისტრმა ჟან-პიერ რაფარენმა წარუდგინა.
აშშ საჭიროდ მიიჩნევს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.
ნაცმოძრაობამ თანამშრომლობის პირობები წაუყენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს.
აშშ 25 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციაში, რომელიც გზას გაუკვალავს ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის შეპყრობას, ან დაადასტურებს, რომ ის ცოცხალი აღარ არის.
ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ შეიმუშავა ქალაქ მაზარ-ი-შარიფის დემილიტარიზაციის გეგმა.
კოსოვოში გაეროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაელ შტაინერი ეთნიკური ალბანელებისა და ეთნიკური სერბების ლიდერებს ლტოლვილების დაბრუნების პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა ევროპარლამენტის გერმანელი წევრის ნაცისტებთან შედარების გამო.
ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქ კალკილიაში მოკლეს პალესტინელი ექსტრემისტი და დროებით გადაკეტეს ავტოტრასა ღაზის სექტორში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება გამოთქვა ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის მიერ
2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს კანადის ქალაქი ვანკუვერი უმასპინძლებს.
ჩამოტვირთე მეტი