საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში, რომელიც საარჩევნო კოდექსზე მუშაობს, ბოლო კონსულტაციები ორშაბათს გაიმართება.
4 იტალიელი ჯარსიკაცი მსუბუქად დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში მათი ავტომანქანის წინ ნაღმის აფეთქების შედეგად.
აღმოსავლეთ აფრიკაში თვითმფრინავის ავარიაში 12 ამერიკელი ტურისტი და ეკიპაჟის 2 სამხრეთაფრიკელი წევრი დაიღუპნენ.
ჩეჩნეთში ავტობუსის ნაღმზე აფეთქების შედეგად ავტობუსში მყოფი რუსი პოლიციელი დაიღუპა და მისი 4 კოლეგა დაიჭრა.
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის წუხანდელი შეტაკებები დღესაც გაგრძელდა.
ირანში გაიმართა ახალი, "შაჰაბ-3" ტიპის ბალისტიკური რაკეტის ინაუგურაცია, რომელსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უძღვებოდა.
იერუსალიმში გაიმართა ისრაელისა და პალესტინელთა პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკება, რომელიც ბოლო სამშვიდობო გეგმაზე, ე.წ. გზამკვლევზე მსჯელობას დაეთმო.
ერაყში აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაცის ხელმძღვანელ პოლ ბრემერის ვარაუდით, ერაყის დამხობილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ცოცხალია და ერაყში იმყოფება.
კვირას ერაყში ძალადობის აქტებმა სულ ცოტა ორი ამერიკელი ჯარისკაცისა და გაეროს ერთი თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა.
სამაუწყებლო კომპანია BBC-მ დაადასტურა, რომ დევიდ კელი იყო ინფორმაციის მთავარი წყარო რეპორტაჟში, რომელიც ერაყის იარაღის საკითხში ბრიტანეთის მთავრობის მოქმედებას ეხებოდა.
ტონი ბლერი ჩინეთს ეწვია ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად.
ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს დაახლოებით 24 მეომარი, რომელთაც მათ ბადრაგზე იერიში განახორციელეს სამხრეთ ავღანეთში. ამერიკელი სამხედრო პრეს-მდივნის თქმით,
ჩამოტვირთე მეტი