აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ გაეროს არ ჩააბარებს წამყვან როლს ერაყის რეკონსტრუქციის საქმეში.
ჩეჩნეთში მეამბოხეებთან შეტაკებებში დაიღუპა 7 და დაიჭრა 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ორი თვით გადადო ახალი კონსტიტუციის დასამტკიცებლად "ლოია ჯირგას", ანუ დიდი საბჭოს ჩატარება.
სვანეთის მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა, რომელიც კვირას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის, ემზარ კვიციანის თბილისის ოფისში შეიკრიბა,
საუდის არაბეთი აპირებს, გააუქმოს ამ ქვეყანაში ჩასული უცხოელი მლოცველების უფასო სამედიცინო მომსახურება.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმისათვის განკუთვნილი პრემია მიენიჭა რუსი რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის კინოდებიუტს "დაბრუნება".
დემოკრატიის მომხრე ტაილანდელმა და ბირმელმა აქტივისტებმა საპროტესტო გამოსვლით აღნიშნეს ბირმაში ოპოზიციის ლიდერის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ან სან სუ ჩის დაპატიმრების მეასე დღე.
კომპანიათა ჯგუფ "იტერასადმი" "თბილგაზის" დავალიანების გამო თბილისის ყველა უბანს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.
პოლიციისთვის ცნობილია ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებულ სავარაუდო ეჭვმიტანილთა ვინაობა.
მაკედონიაში პოლიციასა და ეთნიკურ ალბანელ მეამბოხეებს შორის შეტაკებაში რამდენიმე მეამბოხე დაიღუპა.
ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ამერიკელი სამხედროების მიერ დაპატიმრებული ადგილობრივი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს ავღანეთში უშიშროების ხელშემწყობი მრავალეროვანი ძალების მასშტაბის გაზრდას.
ჩამოტვირთე მეტი