არქიმანდიტრ დოროთეს (ყურაშვილს) მღვდელმსახურებაც შეუჩერეს. გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე.
უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა კასპიის ზღვაში რუსეთის ნავთობის მოპოვების პლატფორმას დაარტყა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამე იერიშია - ამის შესახებ 15 დეკემბერს Reuters-ს განუცხადა წყარომ, რომელიც უსაფრთხოების სფეროსთანაა კავშირში.
ბერლინის პროკურორებმა ულტრამემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - წევრ მათიას მოოსდორფს ბრალი წაუყენეს იმისათვის, რომ ის, სავარაუდოდ, პარლამენტის სხდომაზე მისვლისას, თანაპარტიელს გერმანიაში აკრძალული, ნაცისტური წესით მიესალმა. მოოსდორფი ბრალდებას უარყოფს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლის" (2025 წელი) ფარგლებში ამნისტიის ინიციატივა წამოაყენა.
გერმანია გააძლიერებს უკრაინის თავდაცვისადმი ერთგულებას ერთობლივი საწარმოების შექმნის, ბაზრის შემდგომი ინტეგრაციისა და ფედერალური საინვესტიციო გარანტიების მიცემის გზით 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც 15 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს გააცნეს საზოგადოებას.
ევროკავშირმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო სანქცირებულთა სია და მას დაამატა კიდევ 12 ფიზიკური პირი და 2 ორგანიზაცია. მათ შორის, ვის წინააღმდეგაც სანქციები დღეიდან, 15 დეკემბრიდან ამოქმედდა, აშშ-ის, საფრანგეთის და შვეიცარიის მოქალაქეებიც არიან.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა იტუმ-კალეს-შატილის საავტომობილო გზის მშენებლობას - გზას, რომლის მშენებლობაზეც კადიროვი და მისი გარემოცვა წლებია საუბრობენ და რომელიც ჩეჩნეთის რაიონ იტუმ-კალეს შატილთან დააკავშირებდა.
ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, რობ რაინერისა და მისი ცოლის, მიშელის გვამები ნახეს ლოს-ანჯელესში, მათ სახლში. პოლიცია სავარაუდო მკვლელობას იძიებს.
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
ჩამოტვირთე მეტი