გასული სამუშაო კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.
ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად პარიზში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუმრები.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი დავიდ კამერონი კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული პოზიციით რჩება თანამდებობაზე.
"პატივი უნდა მივაგოთ იმ მამაკაცებს და ქალებს, რომელთაც ათწლეულების წინ იმსახურეს და თავისუფლების იდეალებისთვის მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს" - პრეზიდენტი ობამა.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 87 მომხრე და 38 წინააღმდეგი - დეპუტატთა ასეთი თანაფარდობით მხარდაჭერილი მინისტრთა ახალი კაბინეტი მუშაობას შეუდგება.
ევროკავშირის ელჩმა მედიას წარუდინა ევროკომისიის მესამე მიმდინარე ანგარიში საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შესახებ.
ადგილობრივი კომუნისტები მეორე დღეა გორის ქუჩებში პლაკატებს აკრავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით იოსებ სტალინის მუზეუმთან საბჭოთა ბელადის მონუმენტის აღმართვის მოთხოვნით შეიკრიბონ.
მეორე მსოფლიო ომზე უამრავი ფილმია შექმნილი და ახლაც იქმნება. მაგრამ „ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან“ იმდენად შთამბეჭდავი სურათია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რუსეთს მისი მისაკუთრება სურსო, ამბობს უკრაინელი მსახიობი ვლადიმირ ტალაშკო.
ელჩი ფიქრობს, რომ „ხელოვნურადაა შექმნილი“ სამხედრო კონფლიქტი უკრაინის არმიასა და იმ ძალებს შორის, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეპარატისტებისა და რუსების შერეულ ჯგუფებად მიიჩნევს.
პრეზიდენტმა, პროცედურის შესაბამისად, პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა. მთავრობის განახლებულ გუნდს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში მოუხდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა.
ან ბრასორი საქართველოში შეხვედრებს მართავს ორდღიანი (7-8 მაისს) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
ქობულეთში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი - რეგიონალური უსაფრთხოება სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში“.
ჩამოტვირთე მეტი