14 მარტს სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებსაც თან ახლდა მუქარის შემცველი ტექსტი.
რეფორმის არსი მდგომარეობს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელშიც კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოც.
კვირის ბოლოს დასავლეთის პრესა ბევრს წერდა მიგრანტების შესახებ გეგმაზე, რომელიც შეიმუშავა ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ და რომელიც პარასკევს თურქეთს შეუთანხმეს.
18 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ბესო ნამჩავაძე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი და ოთარ ანგურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ.
ნავთობის მსოფლიო ფასი კიდევ 3 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც ირანმა უარი განაცხადა ეთანამშრომლა სხვა ქვეყნებთან და შეეჩერებინა წარმოების პროცესი. ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც წარმოების მასშტაბები დღეში 4 მილიონ ბარელს გადააჭარბებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა ამერიკელ სენატორებს გააცნო ვითარება უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ.
თბილისში საქართველო-ყირგიზეთის პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყირგიზეთთან მიღწეულია გარკვეული შეთანხმება, რომელიც კომისიის ოქმშიც აისახება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეფექტიანობის აუდიტის მომდევნო ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები.
საქართველოს სახელმწიფო 2 წელზე მეტხანს ეძებდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორს, რომელიც სულ ერთი თვის წინ გამოვლინდა.
ჩამოტვირთე მეტი