25 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგლა მიქაუტაძე, გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი. მან ილაპარაკა საპენსიო რეფორმაზე და ახალ - დაგროვებით სისტემაზე გადასვლის გეგმაზე, რომელიც, მთავრობის თანახმად, 2017 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება.