ხელისუფლება საპენსიო რეფორმას აანონსებს. მთავრობა აცხადებს, რომ მომავალი 2017 წლის მეორე ნახევრიდან (სავარაუდოდ, ოქტომბრიდან) დაგროვებითი სისტემა ამოქმედდება.ეს სისტემა, წინასწარი გეგმით, იარსებებს დღევანდელი საპენსიო სისტემის პარალელურად და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება. ნებაყოფლობითი იქნება მომავალი პენსიონერისთვის, თუმცა არა მისი დამსაქმებლისთვის.