ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს -”საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”. ანგარიშმა 2009 წლის ბიუჯეტის მიმართულებები
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში მთავრობა საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტს წამოადგენს.
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიხსნა. როგორც ‘’ღვინის კლუბის’’ პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ განაცხადა, ფესტივალში არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც მონაწილეობენ.
რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ახალგორის ლუდის ქარხნის „ალუტონის“, ყოფილი „ლომისის“ ქარხნის ხელმძღვანელი, რუსლან შარიპოვი, 1998 წლიდან რუსი სამართალდამცავების მიერ ქურდობისთვის იძებნება.
გრიფი ”საიდუმლო” ადევს ”ურთიერთგაგების მემორანდუმს”, რომელიც საქართველოს მთავრობამ კომპანია ინტერრაოსთან გააფორმა. გაზეთი ”რეზონანსი” ახალგაზრდა იურისტებთან ერთად დოკუმენტზე გრიფის მოხსნას ითხოვს.
წლევანდელ მარტში საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ საზღვარგარეთიდან განხორციელებული ფულადი ტრანსფერების მთელი ოდენობის 7%-ზე მეტი შეადგინა და რუსეთისა და ამერიკის შემდეგ მესამე მაჩვენებელი იყო.
ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების გეგმის ფარგლებში სახე იცვალა ”ასი ახალი საავადმყოფოს” განუხორციელებელმა პროექტმა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სამკურნალო დაწესებულებების დათვლას სახელმწიფო ამიერიდან განსხვავებული სისტემით აპირებს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ჩატარებული კვლევის კოორდინატორი შოთა ბუჩუკური. კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს შეეხებოდა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაასრულა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა.
გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში ღვარცოფული მდინარეების წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია, ზოგიერთ რაიონში კი ადიდებულმა წყალმა დამცავი ჯებირები უკვე გაარღვია და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დაზარალდა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დღეს სამუშაო პროცესი განახლდა. სამდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშებმა საპროტესტო აქცია დროებით შეწყვიტეს და საამქროებში დაბრუნდნენ. მეტალურგები სოციალური პირობების გაუმჯობესებას კვლავ ითხოვენ.
26 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე. 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება.
ჩამოტვირთე მეტი