Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის პროკურატურაში იძიებენ ულტრამემარჯვენე გერმანელი ჟურნალისტის საქმეს


უნგრეთის კულტურული ცენტრის ხანძრის შემდეგ. უჟგოროდი, 27 თებერვალი 2018 წ.
უნგრეთის კულტურული ცენტრის ხანძრის შემდეგ. უჟგოროდი, 27 თებერვალი 2018 წ.

ბერლინის პროკურატურა იძიებს იმ ულტრამემარჯვენე გერმანელი ჟურნალისტის საქმეს, რომელიც პოლონეთში მიმდინარე სასამართლოზე დასახელდა როგორც გასულ წელს დასავლეთ უკრაინაში მდებარე უნგრეთის კულტურული ცენტრისათვის ცეცხლის წაკიდების ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი.

როგორც ბერლინის პროკურატურის წარმომადგენლებმა 18 იანვარს უთხრეს რადიო თავისუფლებას, წინასწარი გამოძიებით, მანუელ ოკსენრაიტერი, რომელიც ხმამაღლა იცავს მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში და რომელიც ხშირად აძლევდა ინტერვიუებს რუსეთის სახელმწიფო მედიას, ეჭვმიტანილია „ფეთქებადი ნივთიერებით ხანძრის გაჩენაში“.

ოკსენრაიტერის მიმართ მიმდინარე გამოძიების შესახებ პირველი ცნობა 17 იანვარს გაჩნდა გაზეთ „ცაიტში“, რომელიც საკუთარი არხებით მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

გამოძიების თაობაზე ცნობის დადასტურებამდე ოთხი დღით ადრე სამიდან ერთ-ერთმა პოლონელმა განსასჯელმა ხარკოვის სასამართლოს ჩვენება მისცა 2018 წლის თებერვალში ქალაქ უჟგოროდში აალებადი ნივთიერების სროლით გამოწვეული ხანძრის გაჩენის საქმეზე. განსასჯელმა თქვა, რომ თავდასხმას ხელმძღვანელობდა და ის დააფინანსა ოკსენრაიტერმა.

მანუელ ოკსენრაიტერი
მანუელ ოკსენრაიტერი

ამ ინციდენტმა, რომლის დროსაც არავინ დაზარალებულა, და რამდენიმე კვირის თავზე მომხდარმა მსგავმა თავდასხმამ უკიდურესად გაართულა ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობა, რომელიც, განათლების შესახებ უკრაინის სადავო კანონის გამო, ისედაც დეგრადაციას განიციდიდა. ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ აღნიშნული კანონი უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს უფლებას ართმევდა განათლება მშობლიურ ენაზე მიეღოთ.

მანუელ ოკსენრაიტერი, რომელიც გერმანიის პარლამენტში მუშაობდა ანტიიმიგრანტული პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) წევრის, მარკუს ფრონმაიერის, კონსულტანტად.

ამ ფონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს, სავარაუდოდ, სურდად შეექმნათ ისეთი სურათი, რომ ეს იყო უკრაინელი ულტრანაციონალისტების ნახელავი, რაზეც მეტყველებს უჟგოროდში მდებარე უნგრეთის კულტურული ასოციაციის შტაბბინის კედლებზე გაკეთებული ნაცისტური სიმბოლოების დატოვება.

აღსანიშნავია, რომ განსასჯელის სკამზე მჯდომი სამივე პოლონელი წარსულში დაკავშირებული იყო ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან.

გერმანელი ჟურნალისტი მანუელ ოკსენრაიტერი, რომელიც გერმანიის პარლამენტში მუშაობდა ანტიიმიგრანტული პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) წევრის, მარკუს ფრონმაიერის, კონსულტანტად, ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უარყოფდა დანაშაულთან კავშირს.

ჟურნალისტის ადვოკატმა ბრალდებებს „შეთითხნილი“უწოდა.

გავრცელებული ცნობით, არც გერმანიის და არც პოლონეთის ხელისუფლებას ბრალი არ წარუდგენია ოკსენრაიტერისათვის, მაგრამ, როგორც „ცაიტი“ იუწყება, ულტრამემარჯვენე ჟურნალისტმა მასზე ცნობის გავრცელების შემდეგ უარი თქვა კონსულტანტის პოზიციაზე, რაც პარლამენტის წევრმა მარკუს ფრონმაიერმა უკვე დააკმაყოფილა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG