რა ვიცით 4 კოვიდინფიცირებულზე, რომელთა ინფიცირების წყაროც ვერ დგინდება
გუშინ, 10 ივნისს საქართველოში კორონავირუსი 4 ისეთ პირს დაუდასტურდა, რომელთა ინფიცირების წყაროს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. ამ შემთხვევიდან გამკაცრდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ასევე, გაისმა შესაძლო "მეორე ტალღის" გაჩენაზე ინფორმაციაც.
იხილეთ ასევე:
ეზუგბაიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განცხადება
თსუ-ის თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19
შიდა ტურიზმი იხსნება - როგორ ემზადებიან და რა მოლოდინები აქვთ კახეთში
სავალდებულო წესები, რომელთა დაცვა ზღვაზე დასვენებისას მოგიწევთ
საქართველოში წარმოებული პირბადე შესაძლოა გაიყიდოს იტალიაში, აშშ-ში, რუსეთში, ისრაელსა და ავსტრიაში
გახარიას თქმით, 4 დაუდგენელი ახალი შემთხვევა არის ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერი
გამყრელიძე განმარტავს, რომ 4 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს ვერდადგენა მეორე ტალღას არ ნიშნავს
გამყრელიძე: 4 ახალი შემთხვევა არაპირდაპირ მიუთითებს, რომ ინფექცია ცირკულირებს საზოგადოებაში
პაატა იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე: შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე ტალღაა
თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვები შევინარჩუნოთ, ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 822-მდე გაიზარდა.
განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 690-ია.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა

გასული საღამოს შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 818-მდე გაიზარდა.
გასულ საღამოს დადასტურებული 2 ახალი შემთხვევის ჩათვლით, კლინიკებს 8 ახალი პაციენტი ჰყავთ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარმოდგენამდე განაცხადა, რომ 8-დან სამი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, კიდევ ორის დაინფიცირების პირველწყარო კი, ბოლომდე ჯერჯერობით გაურკვეველია. ამიტომ, გახარიას თქმით, საუბარი ეპიდემიის დამარცხების შესახებ, მინიმუმ ნაადრევია და მობილიზაციის მაღალი დონე უნდა შენარჩუნდეს.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 686-ია.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.