უცხოეთის პრესა კორონავირუსზე: როგორ შეძლებს ევროპა კონტროლის შენარჩუნებას?
ევროპის ბევრი ქვეყანა ამჟამად ეძებს ახლებურ სტრატეგიებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ისე, რომ საამისოდ მკაცრი ზომების აღდგენა არ გახდეს საჭირო. ინფიცირების შემთხვევების საერთო მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში სტაბილური გახდა, თუმცა არის ლოკალური აფეთქების შემთხვევები. ჟურნალისტები მსჯელობენ ამის მიზეზებზე და ცდილობენ დაადგინონ, როგორ შეძლებენ სახელმწიფოები ვირუსის პოტენციური მეორე ტალღის თავიდან არიდებას.
კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - ამირან გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, კლინიკებში კი - 192.
COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
რა სახის მუტაცია განიცადა კორონავირუსმა - გახდა ის უფრო ადვილად გადამდები?
ცოტა ხნის წინ, 12 ივნისს ამერიკის სკრიპსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ბაზისური სამეცნიერო კვლევის პირველადი შედეგები, რომელიც კორონავირუსის SASR COV 2-ის მოლეკულ შესწავლას ეფუძნება. კვლევის ამ შედეგების შესახებ სტატიები რამდენიმე გამოცემაშიც დაიბეჭდა, მათ შორის იყო "ვაშინგტონ პოსტიც".
წაიკითხეთ ასევე:
არჩევნებზე პირბადის მოხსნა მხოლოდ რამდენიმე წამით იქნება სავალდებულო
გიდები ყურადღების მიპყრობას ცდილობენ
კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიამ საქართველოდან ჩასვლაც აკრძალა
იაპონიის მთავრობამ საქართველოც დაამატა 120-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც კორონავირუსის პანდემიის გამო იკრძალება იაპონიაში ჩასვლა.
გამოცემა Japan Times-ის ინფორმაციით, საქართველოსთან ერთად ნუსხას დაემატა კიდევ 17 ქვეყანა. მათ შორის ალჟირი, კუბა, გვატემალა, კოსტა-რიკა, იამაიკა, ნიკარაგუა, კამერუნი და ერაყი. გაფართოებული სია ძალაში შევა 1 ივლისიდან.
მანამდე იაპონიის მთავრობამ აკრძალა აშშ-დან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ჩასვლა.
იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 400-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 970-ზე მეტი ადამიანი.