Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:46 28.6.2020

კორონავირუსით მე-15 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში

გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქე, შემოსული ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, რომლის მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით.

წაიკითხეთ ასევე:

საქართველოში 3-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა

ამირან გამყრელიძე: „ვფიქრობ დიდი საშიშროება არ გველის თუ..."

13:44 28.6.2020

პირდაპირი ინფექციური საავადმყოფოდან

წაიკითხეთ ასევე:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, განიკურნა - 1

კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა "იმპორტირებულია"

12:00 21.6.2020

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 906-მდე გაიზარდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

10:44 20.6.2020

Covid 19 საქართველოში კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე www.stopcov.ge სულ 898 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი - სულ მათი რიცხვი 752-ა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG