17:51
5.9.2020
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აჭარის ტელევიზია, სადაც შესაბამისი სანიტარიული ზომები გატარდა, ამ დროისთვის დაკეტილია.
12:06
5.9.2020
კი, ასეა - პირბადე ნიკაპზე, პირბადე იდაყვზე, ყველგან, ოღონდ ცხვირ-პირზე არა. დაახლოებით ასეთი მიდგომა აქვს მოქალაქეების ნაწილს პირბადესთან, რომლის ტარებაც საქართველოში, დახურულ საჯარო სივრცეებში - იქნება ეს მაღაზია, სილამაზის სალონი, აფთიაქი, ტრანსპორტი, კაფე-ბარი, შეკვეთის მიღებამდე და ა.შ., სავალდებულოა.
11:03
5.9.2020
პირდაპირი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ბრიფინგი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ.
წაიკითხეთ ასევე:
ენდელაძე: COVID 19-ის 25 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერიდან არის
საქართველოში COVID 19-ის 25 ახალი შემთხვევა აღირიცხა
21:31
4.9.2020
შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 6 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 10-ის საშუალო. დღეს კლინიკაში 5 ახალი პაციენტი შევიდა და 1 გაეწერა.