ბათუმის საპატიმროს თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე არიან
ბათუმში მდებარე, მე-3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციაა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, „დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს, ტექნიკურ პერსონალს და ა.შ. გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც, 29 მარტიდან როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ. 4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი. ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები“.
პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, 30 მაისის შემდეგ სისტემის თანამშრომლებს PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უტარდება.
აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევაა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.
აპრილიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1716 შემთხვევა, მათგან 621 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი. ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული სულ მცირე 3 პაციენტი გარდაიცვალა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებშიც.
საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლებას მაისიდან დადასტურებული აქვს კორონავირუსის 104 შემთხვევა.
პირდაპირი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ბრიფინგი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ.
წაიკითხეთ ასევე:
COVID 19-ით აჭარაში 90 წლის კაცი გარდაიცვალა
COVID-19-ის შემთხვევები 554-ით გაიზარდა
COVID-19-ის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაშია, ხოლო 65 - თბილისში
ზურა ბალანჩივაძემ არ იცის, ვისგან შეიძლება გადადებოდა დაავადება. ვარაუდობს, რომ დაავადდა „ვინმე უსიმპტომოსგან ან რომელიმე ზედაპირთან შეხებისას“.