Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
11:04 28.10.2018

საიამ 10 საათისთვის 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დაწერეს საჩივრების წიგნში არჩევნების მიმდინარეობისას არსებული დარღვევების შესახებ. იხ მეტი.

11:08 28.10.2018

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და აჟიოტაჟის შექმნას. ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ. იხ. მეტი.

11:10 28.10.2018

ილიას უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებს სტატუსს არჩევნებში მონაწილეობის პირდაპირ კავშირზე დემოკრატიასთან, რომლის მთავარი ნიშანი განუსაზღვრელობაა. იხ. მეტი.

11:37 28.10.2018

ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: „ძალიან დაბალია მეორე ტურის ალბათობა და თუ მეორე ტური იქნება, არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს [თუ ვინ გაიმარჯვებს]“ იხ. მეტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG