Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიაღწია წითელამ პიკს უკრაინაში 


შარშან უკრაინაში მსოფლიოს მასშტაბით „საგანგაშოდ მაღალი“ იყო წითელას დაავადების გავრცელება, ძირითადად განპირობებული იმ ე.წ. ვაქცინის საწინააღმდეგო მოძრაობით, რომელიც განადგურებით ემუქრება ათწლეულების ძალისხმევას „პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის პრევენცია ძალზე მაღალია“. - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 1 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ჯანმრთელობის დაცვის მაღალი რაგნის სპეციალისტებმა გამოხატეს შეშფოთება მსოფლიოში ვაქცინის საწინააღმდეგო მოძრაობის საყოველთაო გავრცელებით, მათ შორის სოციალური მედიის საშუალებით, რამაც ზრდასრულ ადამიანებში წარმოშვა შიში, თითქოს ვაქცინაცია ჯანმრთელობისათვის საზიანო იყოს.

სხვათა შორის, მეცნიერები ამბობენ, რომ რუსეთის სოცმედიის ტროლებმა, რომლებმაც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უთანხმოება დათესეს, შესაძლოა ასევე ითამაშეს როლი მსოფლიო მასშტაბის ჯანდაცვის კრიზისის განვითარებაში.

„თავიდან შეიძლება ავიცილოთ წითელას თითქმის ყველა შემთხვევა და მაინც ბავშვები დაავადებით ინფიცირდებიან ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, - აცხადებს ჰენრიეტა ჰ. ფორე, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი. „წითელათი დაავადება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ხშირად ნამდვილი ინფექცია გამოწვეულია დეზინფორმაციით, უნდობლობით და თვითკმაყოფილებით. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს თითოეული მშობელი, რაც დაგვეხმარება მოვახდინოთ ყველა ბაშვის უსაფრთხო აცრა“.

„იუნისეფის“ ანგარიშში მოყვანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა, რომლის თანახმად, შარშან უკრაინაში წითელას 35 120 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 5 000-ით მეტია, 2017 წელთან შედარებით.

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ვითარება წელსაც ძალიან საგანგაშოა. 2019 წლის პირველი ორი თვის სტატისტიკით, ქვეყანაში წითელათი დაინფიცირდა 24 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადება განსაკუთრებით მოედო დასავლეთ ლვოვის რეგიონს, სადაც „იმუნიზაციის პროცესისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა და ვაქცინით უზრუნველყოფაში ადრინდელი შეფერხების შედეგად, ძალიან დაბალი იყო აცრის მაჩვენებელი“.

„იუნისეფი“ მუდმივად ეხმარება უკრაინისხელისუფლებას, რათა დაჩქარდესგეგმიური იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და დაიძლიოს, როგორც გაეროს უწყებაში აცხადებენ, „აცრისადმი უნდობლობა“, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა დაავადებით გამოწვეული კრიზისი, რასაც 2017 წელს უკრაინაში 30 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზეა სერბია, სადაც ყოველწლიურად იზრდება ვირუსული დაავადება. დასავლეთ ბალკანეთის ამ ქვეყანაში, 2017 წელთან შედარებით, შარშან წითელათი დაავადების შემთხვევამ 4 355-ით იმატა.

ათეულში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც წინა წლებში წითელას დაავადება არ იყო ფართოდ გავრცელებული. 2018 წელს მოლდოვაში გამოვლინდა 312, მონტენეგროში 203, ხოლო უზბეკეთში წითელათი დაავადების 17 შემთხვევა.

მსოფლიოს მასშტაბით, ჯამში, შარშან 98 ქვეყანაში აღინიშნა მწვავე ინფექციური დაავადების მატების ტენდენცია.

„ეს გამაფრთხილებელი სიგნალია. ჩვენ ვფლობთ უსაფრთხო, ეფექტურ და იაფ ვაქცინას ამ ძალიან მძიმე ვირუსული დაავადების წინააღმდეგ, ვაქცინას, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით, მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა,“ - აცხადებს „იუნისეფის“აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ჰ. ფორე.

„გადარჩენის საშუალება“

ვირუსული ინფექციის აფეთქება არ ხდება ერთ ღამეში, დასძენს ფორე, რომელსაც მხედველობაში აქვს უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლო ორი თვის საგანგაშო სტატისტიკა. „ზუსტად ასეთივე სერიოზულ ვითარებასთან გვქონდა საქმე 2018 წელს. დღევანდელ უმოქმედობას ხვალ კატასტროფული შედეგი ექნება ბავშვებისათვის“.

„იუნისეფის“ ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის ცუდი ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო ომი, მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა, თვითკმაყოფილება და „აცრის მიმართ უნდობლობა“ ხელს უწობს ვირუსული დაავადების გავრცელებას არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებში.

2017 წელთან შედარებით, წითელას ზრდა აღინიშნა აშშ-ში, სადაც ვირუსით დაავადდა 791 კაცი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წითელა არის უფრო გადამდები დაავადება, ვიდრე „ებოლა, ტუბერკულოზი და გრიპი“.

წითელას ვირუსი ვრცელდება მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით და აზიანებს სასუნთქ გზებს.

„წითელას დაავადების დროს არ არსებობს სპეციალური მკურნალობა, ამიტომ აცრა არის ერთადერთი გადარჩენის საშუალება ბავშვებისათვის“, - ნათქვამია „იუნისეფის“ ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG