Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის სექტორი კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალს ითვლის - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 მარტს


გაუქმებული ჯავშნები თბილისის სასტუმროებში

თბილისის სასტუმროებში მარტის თვეში ყოველი 5 ჯავშნიდან 4 გაუქმებულია. სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებმა საგანგებო წერილით მიმართეს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას. ისინი გარკვეული სახის გადასახადების გადავადებასა და ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ. დაგეგმილი იყო მეორე შეხვედრაც, თუმცა ის არ შედგა.

სანამ საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდებოდა, მარტში თბილისის სასტუმროების ნომრების 60% უკვე დაჯავშნული იყოო, ვირუსის პირველმა შემთხვევამ კი როგორც ჩანს ბევრს შეუცვალა მოგზაურობის გეგმები.

4 მარტის მონაცემებით კი საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. სამაგიეროდ ვირუსი დაუდგინა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს ერთ მოქალაქეს.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში: პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი აქცენტები მოკლედ

სალომე ზურაბიშვილს თავისი მეორე მოხსენებით ერთპარტიულ პარლამენტში მოუწია გამოსვლა. ოპოზიცია 35 წუთიან სხდომას არ დასწრებია.

პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავისი პლატფორმა შესთავაზა დიალოგისთვის, თმცა ასევე თქვა, რომ პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრს თავს არ მოახვევეს და არც პოლიტიკურ ჭიდილში ჩაერთვება.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყნის დასავლურ კურსზე და თქვა, რომ ის უცვლელი რჩება. თუმცა პრეზიდენტის აზრით ევროკავშირი ბრექსითის შემდეგ აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე როგორიც, თუნდაც, რამდენიმე წლის წინ იყო - როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას.

ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სასამართლოში პროგრესია, გაიზარდა სისტემის მიმართ ნდობა და რომ ქვეყანაში „შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებაა“.

სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში ხალხის განწყობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებას ერთგვარი დეპრესია სჭირს და საუთარ თავს ვერ ცნობს.

დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 11:00 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სასამართლო სხდომა ჩატარდება. მასზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადება უნდა განიხილონ.

სასჯელის გადავადებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში 27 თებერვალს უნდა გამართულიყო და მას დეკანოზიც დასწრებოდა, თუმცა პენიტენციური სამსახურმა არ უზრუნველყო მისი სასამართლოში გადაყვანა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 2017 წლის 5 სექტემბერს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს გაუარესდა, რის გამოც EMC სასჯელის გადავადებას ითხოვს.

წაიკითხე მეტი.

როგორ აღმოჩნდა მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში?

საპარტნიორო ფონდს კახეთში, საგარეჯოში, ერთი თვის წინ 500 ჰექტარამდე ტერიტორია გადაეცა. მიწის ნაკვეთებს, რომლებიც 2010 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობა ამუშავებდა. სოფელი გიორგიწმინდა ითხოვს მიწების ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს მოსახლეობას. ფონდში ამბობენ, რომ გარკვეულ დათმობებზე წავლენ.

„მიწები, სადაც დღემდე მოსავალი მოგვყავს, აქამდე გაუფორმებელი გვქონდა. ახლა ერთ დღეში საპარტნიორო ფონდზე გადაფორმდა. როგორ შიძლება ისეთი მიწების გასხვისება, სადაც ზოგს ვენახი აქვს გაშენებული, ზოგს ხეხილის ბაღები?!“, - ამბობს გიორგიწმინდელი გლეხი გიორგი გუგუტიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ის პრაიმერისი: ბლუმბერგი ბრძოლას გამოეთიშა. „სუპერსამშაბათი“ ბაიდენმა მოიგო

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა მაიკ ბლუმბერგმა გამოაცხადა, რომ ასრულებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლას. ბლუმბერგის სიტყვებით, ის საარჩევნო კამპანიაში მხარს დაუჭერს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ასე დასრულდა „სუპერსამშაბათი“ აშშ-ში.

3 მარტს დემოკრატიული პარტიის პირველადი არჩევნები, ე.წ. პრაიმერისი 14 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე - ამერიკის სამოაში გაიმართა. ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჯო ბაიდენმა მიიღო.

წაიკითხე მეტი.

როგორ ვიშვილოთ ბავშვი - მიგიყვანს რიგი შვილამდე?

დღეს საქართველოში 2572 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული. გასაშვილებელის სტატუსი 200-ზე მეტ ბავშვს აქვს მინიჭებული. ნინო თარხნიშვილმა იმუშავა თემაზე თუ რატომ უწევთ პოტენციურ მშობლებს წლობით რიგში დგომა და რატომ იწელება ბავშვებისთვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭება.

დღეს ასობით ადამიანი მოლოდინშია, ხოლო ოფიციალური სტატისტიკის მიღმა, ჩვილების "ყიდვა-გაყიდვისთვის" არაერთი საქმეა აღძრული.

წაიკითხეთ სტატია მათზე ვინც „ჩუმად“ იშვილეს, ვინც ვერ გახდა შვილი, 9 წლიან რიგში ნაპოვნ ბიჭსა და ბავშვებზე, რომლებსაც „ყიდიან და ყიდულობენ“

წაიკითხე მეტი.

შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი ბრიუსელში ევროპის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა. ფაშინიანმა ლეკვს "ძვირფასი საჩუქარი" უწოდა და ვიდეომასალა Facebook-ით გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG