Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედროების მიერ მდინარე იორდანეს


ისრაელის სამხედროების მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამი პალესტნელი იქნა მოკლული

ისრაელის სამხედროების მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამი პალესტნელი იქნა მოკლული
ერთ-ერთი მათგანი ექსტრემისტული გაერთიანების “ჰამასის “ წევრი იყო.
პალესტინელთა ტერიტორიაზევე ქალაქ ნაბლუსთან ისრაელმა ჯარისკაცებმა პალესტნელთა უნომრო მანქანას სროლა აუტეხეს, რის შედეგადაც მოკლეს ერთი პალესტინელი პოლიციელი და ერთი დაჭრეს. ღაზის სექტორში მოკლეს 12 წლის პალესტინელი ყმაწვილი.
პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფათმა გუშინ ისრაელის მიმართ ტერორისტული აქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა თავისიანებს. ამ მოწოდებას მხარი არ აუბეს სამი ექსტრემისტული ჯგუფის წევრებმა, ერთ ერთი მათგანის “ჰამასის” აზრით, პალესტინელებისთვის თავდაცვის უფლების წართმევის ნება არავის აქვს. ვაშინგტონში თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ ახლა არაფათის სიტყვებს საქმე უნდა მოჰყვეს.
დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ თუკი არაფათი შეძლებს ტერორიზმს ბოლო მოუღოს, ვაშინგტონი პალესტინელებს სახელმწიფოს შექმნის საქმეში მხარში ამოუდგება და მოთხოვს ისრაელს პალესტინელთა ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობა შეწყეტოს.
XS
SM
MD
LG