იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ძმამ ბორისლავ მილოშევიჩმა განაცხადა, რომ ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესმა გაზარდა იუგოსლავიაში სლობოდან მილოშევიჩის მომხრეთა რიცხვი
სააგენტო ინტერფაქსისათვის მიცემულ ინტერვიუში, ბორისლავ მილოშევიჩმა, რომელიც იუგოსლავიის ელჩი იყო ადრე რუსეთში, განაცხადა აგრეთვე, რომ მისი ძმა, რომლის გასამართლება ორი კვირის წინ დაიწყო გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა, ოპტიმისტურადაა განწყობილი. ”იუგოსლავიაში მატულობს სლობოდან მილოშევიჩისადმი პატივისცემა, ვინაიდან ხალხი ხედავს, რომ იგი, არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ქვეყანასა და მის შეიარაღებულ ძალებსაც იცავს. და ამას იგი – პატიოსნად, გაბედულად, პატრიოტულად და ასტატურად აკეთებს”-დასძინა ბორისლავ მილოშევიჩმა.