Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიის მთავრობამ დაადასტურა ცნობა იმის


პორტუგალიის მთავრობამ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ პარასკევს ანგოლაში, მთავრობის ჯართან შეტაკებისას, მეამბოხეთა მოძრაობის ”უნიტას” ვეტერანი ლიდერი ჟონას სავიმბი იქნა მოკლული

პორტუგალიის მთავრობამ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ პარასკევს ანგოლაში, მთავრობის ჯართან შეტაკებისას, მეამბოხეთა მოძრაობის ”უნიტას” ვეტერანი ლიდერი ჟონას სავიმბი იქნა მოკლული
პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინსტრომ მას შემდეგ გამოაქვეყნა ეს ცნობა, რაც ანგოლის სახელმწიფო ტელევიზიით დღეს ტყვიებით დაცხრილული სავიმბის გვამი უჩვენეს. მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ყოფილმა კოლონიამ, ანგოლამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1975 წელს, სავიმბი ”უნიტას” ედგა სათავეში და მთელი ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში არ შეწყვეტილა სამოქალაქო ომი. 1992 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მეამბოხეები – ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტს აკონტროლებდნენ.
XS
SM
MD
LG