Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი ირანში იმყოფება თავისი მთავრობის 13 წევრთან ერთად.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი ირანში იმყოფება თავისი მთავრობის 13 წევრთან ერთად.
ის დღეს ირანის პრეზიდენტის მოჰამად ხათამის შეხვდა. კარზაიმ ირანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანიცა და შეერთებული შტატებიც ავღანეთის მეგობრები არიან.
ირანის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ირანს მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი სჭირდება და რომ ირანი გვერდში უდგას ავღანელ ძმებს.
თეირანი კატეგორიულად უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებას, რომ ის მთავრობის მოწინააღმდეგე ძალებს ეხმარება.
ხვალ კარზაი ირანის სულიერ ლიდერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება.
კარზაის ირანში მოგზაურობის მთავარი თემა ორი მილიონი ლტოლვილის ავღანეთში დაბურნებაა, ასევე ავღანეთის აღდგენის საეკითხი.
შეერთებული შტატები ავღანეთს ხელს უმართავს საკუთარი სახელმწიფო არმიის შექმნის საქმეში, ეს შეერთებული შტატების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურმა რიჩარდ მაიერსმა თქვა. ამერიკელმა გენერალმა ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილის ზალმაი ხალილზადის განცხადებას მოაყოლა ნათქვამი, ხალილზადმა ადრე თქვა, რომ გარდამავალი მთავრობის უდიდეს პრობლემას უამრავი შეიარაღებული ჯგუფის არსებობა წარმოადგენს. მისი თქმით, ავღანეთის სტაბილურობას ურთიერთმოქიშე საველე მეთაურები უშლიან ხელს ყველაზე მეტად.

XS
SM
MD
LG