აშშ-ს სამშვიდო წარგზავნილი ენტონი ზინი ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს შეხვდა
და მას კიდევ ერთხელ მოუწოდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის იერიშების შეწყვეტისაკენ. დღეს უფრო ადრე შარონმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ პალესტინელთა ტერიტორიებზე იერიშები არ შეჩერდება, ვიდრე არმია არ დაასრულებს – შარონის სიტყვებით- ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას. იქვე შარონმა პალესტინელთა ლიდერი, იასირ არაფატი დაადანაშაულა ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში. შარონის განცხადებით, 29 მარტს დაწყებული ოპერაციის მსვლელობაში ისრაელის ჯარებმა დააპატიმრეს 1500-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი. იუწყებიან აგრეთვე, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დღეს განმეორებით მოუწოდა ისრაელს პალესტინელთა ტერიტორიებიდან უკან დახევისაკენ. ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა გამოთქვა იმედი, რომ ისრაელი ანგარიშს გაუწევს ამ მოწოდებას, ისევე როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას იერიშების შეწვეტის თაობაზე. როგორც კოფი ანანმა მადრიდში ყოფნისას აღნიშნა: [ანანის ხმა] ”მთელი მსოფლიო მოითხოვს ისრაელის უკან დახევას. ვერ წარმომიდგენია, ცდებოდეს მთელი მსოფლიო, რომელიც ისრაელის ხალხისა და მთავრობის მეგობრებსაც მოიცავს, და მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ შარონს, ანგარიში გაუწიოს მოწოდებას და შეუდგეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულებას. რასაკვირველია, რეზოლუცია მოთხოვნებს უყენებს ასევე პალესტინელთა ხელმძღვანელობას, და მე მათაც მოვუწოდებ რეზოლუციის შესრულებისაკენ.” დღესვე მაროკოში ჩასულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ის მოითხოვს ისრაელის არაორაზროვან განცხადებას, რომ ახლავე იწყებს პალესტინელების ტერიტორიებიდან უკან დახევას.