Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების შემცირების თაობაზე


სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების შემცირების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი.

სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების შემცირების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი.
ამის შესახებ გამოაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, რომელიც დღეს, მოსკოვში შეხვდა შეერთებული შტატების სამხედრო უწყების ხელმღვანელს დონალდ რამსფელდს. მოლაპარაკების შემდეგ ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა რამსფელდმაც. თუმცა, მისი თქმით, გააფორმებენ თუ არა მხარეები შესაბამის შეთანხმებას, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უნდა გადაწყვიტონ. ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრა მაისის მიწურულს უნდა გაიმართოს. რამსფელდის განცხადებით, განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგით დამთავრდება მოლაპარაკება, შეერთებული შტატები განაგრძობს თავისი შეიარაღების შეკვეცას.
XS
SM
MD
LG