Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში აღლუმის დროს მომხდარი აფეთქების


დაღესტანში აღლუმის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 32 და დაიჭრა 150 ადამიანი.

დაღესტანში აღლუმის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 32 და დაიჭრა 150 ადამიანი.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან აბდულ მუსაევის განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან 15 სამხედრო მოსამსახურე და 12 ბავშვი. ბომბი (ცნობების თანახმად ლითონის ნატეხებით გავსებული ნაღმი) აფეთქდა იმ მომენტში, როცა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე სამხედრო ორკესტრი მიაბიჯებდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ”ტერორისტული აქტი” უწოდა. მისი თქმით: [პუტინის ხმა] ”ასეთი ტიპის და ასეთი სისასტიკის დანაშაულები დიდ ემოციებს იწვევს, მაგრამ ემოციებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენს მუშაობას ამ დანაშაულზე, დამნაშავეების რაც შეიძლება მალე მიკვლევასა და მათ დასჯაზე.” აფეთქებასთან დაკავშირებით პუტინმა საგანგებო სხდომა მოიწვია და გამოძიების გაძღოლა დაავალა დაზვერვის სამსახურის უფროსს, ნიკოლაი პარტუშევს. თავდასხმის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე თავდასხმა მოაწყვეს დაღესტნის მეზობელ ჩეჩნეთშიც – მეამბოხეებმა ცეცხლი დაუშინეს გროზნოში სტადიონზე შეკრებილ რუს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს. თავდასხმის შედეგად 4 პოლიციელი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG