მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერებოდა. სამაგიეროდ, 31 ივლისს მარუხში რუსეთის სამხედრო დესანტის გადასხმის შესახებ ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა.
პანკისის ხეობის პარალელურად ვითარება კოდორის ხეობაშიც დაიძაბა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისს, დილის 8 საათზე, ადგილობრივმა მონადირეებმა მარუხის უღელტეხილის მიდამოებში დაინახეს რუსეთის ვერტმფრენი, რომელმაც 15 კაციანი დესანტი გადმოსხა. ვითარებაში გასარკვევად კოდორში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რომელიც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გახდა ცნობილი, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც კოდორის ხეობის პატრულირებას აპირებდნენ, უკვე დაიწყეს ხეობის დატოვება.
როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინათ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებმა ასევე დამოუკიდებლად სცადეს კოდორის ხეობის პატრულირება, რაც კინაღამ ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და რუს სამხედროებს შორის შეტაკებით დასრულდა. მაშინ სიტუაციის გასანეიტრალებლად კოდორში პრეზიდენტი შევარდნაძე ჩავიდა, რის შემდეგაც რუსმა სამხედროებმა დატოვეს კოდორის ხეობა. თუმცა ბოლომდე მაშინაც ვერ გაირკვა, ვის ბრძანებას ასრულებდნენ რუსეთის სამხედროები.
სავარაუდოა, რომ ამჯერადაც გაურკვეველი დარჩება, პერიოდულად რატომ თვითნებობენ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები და, შეთანხმების მიუხედავად, რატომ ცდილობენ კოდორის ხეობაში დესანტის გადასხმას. რაც უფრო შემაშფოთებელია, საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, უაღრესი პროვოკაციების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. 31 ივლისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ასეთი კომენტარი გაუკეთა რუსეთის მიერ 30 ივლისს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტს.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ აღშფოთების გამოთქმა შეიძლება ჯერჯერობით და შესაბამისი განცხადებები გაკეთებულია. სხვათა შორის, ელოდებოდნენ, რომ წუხელ განმეორდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არ მომხდარა არავითარი გაუგებრობები. აქ, ერთადერთი, რამე გამართლება თუ შეიძლება იყოს, ის, რომ მფრინავის მიერ არის დაშვებული თვითნებობა ან შეცდომა.”
პანკისის თემას აგრძელებს 31 ივლისს სოხუმის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს პანკისის ხეობიდან ჩეჩენი ბოევიკები აფხაზეთის ტერიტორიისკენ დაიძვრნენ და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები მათ ამისთვის დერეფანს უკეთებენ. 31 ივლისს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, ასეთი ინფორმაციული ფონი სოხუმის ხელისუფლებისთვის მისწრებაა.