Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, დახურულ


პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, დახურულ სხდომაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი დასკვნას,

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, დახურულ სხდომაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი დასკვნას,
რომლის მიხედვითაც პარლამენტარ გურამ შარაძეს არასოდეს ჰქონია საიდუმლო თანამშრომლობა უშიშროების ორგანოებთან. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აცნობა კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ოსაძემ. მისივე თქმით, კომისია ეყრდნობოდა უშიშროების სამინისტროსა და ამ უწყების ყოფილი მინისტრებისგან მიღებულ ინფორმაციას. ორი თვის წინათ, სატელევიზიო დებატებისას, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელმა ლევან რამიშვილმა საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა გურამ შარაძე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა პროტესტის ნიშნად დროებით დატოვა პარლამენტი.
XS
SM
MD
LG