გასული კვირის მიწურულს სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა საქართველოს მიმართ ფინანსურ-ენერგეტიკული სანქციების გატარება და ეკონომიკური ბლოკადა მოითხოვეს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის ოდიოზურ განცხადებასაც, უდავოდ, ჰქონდა ეკონომიკური ზეწოლისაკენ მოწოდების სტიმული.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ამ თემაზე გამოთქმულ მოსაზრებებს საქართველოში, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი დაბნეულობა მოჰყვა, ვიდრე პუტინის მუქარას ჩვენს ტერიტორიაზე საომარი ოპერაციის დაწყების რეალობის შესახებ, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ჩვენთან რუსულ ბომბზე მეტად, ტრადიციულად, რუსული ეკონომიკური სივრცის გადაკეტვის ეშინიათ.
ამ შიშს, რა თქმა უნდა, აქვს საფუძველი, რადგან რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ და, გარდა ამისა, ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხით, ყველაზე ახლოს არის ქართულ სახელმწიფოსთან. მიუხედავად ამისა, რუსული ეკონომიკური სანქციების მიმართ გადაჭარბებული პანიკა მაინც ზედმეტად აჟიტირებულად გვეჩვენება.
ფინანსურ-ენერგეტიკული ბლოკადა, რომლის აუცილებლობის შესახებ ამდენს საუბრობენ რუსი კანონმდებლები, უკვე კარგა ხანია ტარდება საქართველოს მიმართ. საქართველოში აგერ უკვე 10 წელია ენერგოკრიზისი მძვინვარებს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ჩვენი ენერგომაფიის თვითნებობის და არათანმიმდევრული პოლიტიკის გარდა, სწორედ რუსული კაბალური ენერგოპოლიტიკა არის მიჩნეული. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი დღემდე გვამადლის ენერგომატარებლების შეღავათიან იმპორტს, თუმცა ექსპერტების გათვლებით, რუსული გაზი თუ ნავთობპროდუქტები საქართველოს, უკვე კარგა ხანია, საბაზრო ფასით მიეწოდება, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ნაკლებად მაინც არა, როგორც ყიდის რუსეთი იმავე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ყბადაღებულ თემას, რამდენიმე წელია ქართული ბაზარი, ამ მხრივ, მთლიანად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, რომლის მოწოდებაც, ასევე ჩვენი წინდაუხედავი პოლიტიკით, რუსულ სახელისუფლებო წრეებთან კარგად დაახლოებულ და მათი პოლიტიკის გამტარებელ ჯგუფ ”იტერას” ჩავუგდეთ ხელში. ამ ხნის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ვექტორის ცვლილების ადეკვატურად იცვლებოდა ამ კომპანიის პოლიტიკა საქართველოში. გაზის ბერკეტს რუსეთის ხელისუფლება თავისი ულტიმატუმების გასამაგრებლად დღემდე ეფექტურად იყენებს. ამასთან, ”იტერა” ბუნებრივ აირს გვაწვდის არა უანგაროდ, არამედ წინასწარი გადახდების საფუძველზე, ასე რომ, ბუნებრივი აირის გადაკეტვა საქართველოსათვის არახალია და სანამ ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროები არ გაჩნდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით ამგვარ სიტუაციას შევეგუოთ.
საგულისხმოა, რომ საქართველოში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონალური დირექტორის დონა დოუსეტ-კოიროლოს ვიზიტისას საინტერესო კონტექსტში გახმიანდა ”იტერას” თემაც. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, ბუნებრივია, ღიად ვერ ჩაერეოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, თუმცა კოიროლომ დელიკატურად მოგვიწოდა ”იტერასთან” გასაფორმებელ ხელშეკრულებას მეტი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოვეკიდოთ. სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას სხვათა მოწოდება სჭირდება ამგვარი სტრატეგიული პროექტების გადაწყვეტისას, მითუფრო, დღევანდელ რეალობაში, როდესაც ასობით მილიონობით ღირებულების გაზგამანაწილებელ ქსელს, ფაქტობრივად, საჩუქრად ვაძლევთ კომპანიას, რომელიც რუსული პოლიტიკის უპირობო გამტარებელია.
ენერგეტიკული ბლოკადა რუსეთს კარგა ხანია გამოცხადებული აქვს და ძნელად თუ ამ მიმართულებით კიდევ რაიმე შეიცვალოს. რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, ესეც ნაცნობი თემაა და საქართველოს მიმართ ამგვარი ბლოკადა 1992 წლიდან მიმდინარეობს. რუსეთი მსოფლიოში ისედაც მკაცრი სავალუტო რეჟიმის ქვეყნად ითვლება და კონკრეტულად საქართველოს მიმართ პირობების გამკაცრება ამ მხრივ ბევრს არაფერს შეცვლის. ექსპერტები შიშობენ, რომ შემცირდება სავალუტო ტრანსფერები, რომელსაც რუსეთში სამუშაოდ მყოფი ქართველები ახორციელებენ აქ მყოფი ოჯახის წევრებისათვის. ეს გადმორიცხვები, მართალია, არ შეესაბამება იმ კოლოსალურ რაოდენობას, რაც რუსულ მედიაში ფიგურირებს (დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი თვეში), მაგრამ, მართლაც, სერიოზულ თანხებს წარმოადგენს. თუმცა სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ამგვარი სანქციები უკვე გატარდა და ტრანსფერებმაც, შესაბამისად, იკლო. ამ რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრება თანამედროვე საბანკო-საფინანსო სისტემაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია და, თუ ასეთი მოხდა, ეს, შესაძლოა, პირიქით, რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სანქციების მაპროვოცირებელი გახდეს. სავალუტო შემოდინება შემცირდება, მაგრამ, თუ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით ქართველთა ფიზიკური დევნა და დისკრიმინაცია არ განახორციელა თავის ტერიტორიაზე, ვვარაუდობთ, რომ კლება შესამჩნევი არ გახდება.
რუსეთთან ეკონომიკური დაპირისპირებისას ყველაზე მეტი ზიანი სავაჭრო ურთიერთობებს შეიძლება მიადგეს, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა და გართულებულმა პოლიტიკურმა ან თუნდაც საომარმა მოქმედებებმა არ შეიძლება ამ სფეროზე გავლენა არ მოახდინოს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს 6 თვის განმავლობაში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 18 პროცენტს შეადგენს. შედარებისათვის: მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, თურქეთთან, სავაჭრო ბრუნვა 16 პროცენტია. სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზირება, ბუნებრივია, სავაჭრო ბალანსს შეცვლის, მაგრამ თუ საქართველოს იმპორტ-ექსპოტრის სტრუქტურას გადავხედავთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია თანდათანობით სავაჭრო ბალანსის სხვა ქვეყნებზე, მაგალითად იმავე თურქეთზე, გადანაწილება. ბოლო მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ლიდერობს საფრენი აპარატები (აქ, ძირითადად, იგულისხმება თვითმფრინავების შეკეთება), შავი და ფერადი ლითონის ჯართი და ოქრო. ეს ის პოზიციებია, რომლის ექსპოტრის ძალიან მცირე ნაწილი მოდის რუსეთზე. სამაგიეროდ, იმპორტის სტრუქტურაში ენერგომატარებლების ხარჯზე ისევ და ისევ ”რუსული პოზიციები” გვაქვს, ანუ, ძირითადად, შემოგვაქვს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი. ამ თემას ჩვენ უკვე შევეხეთ და, შეიძლება ითქვას, რომ, ბუნებრივი აირის გარდა, საქართველოს უკვე აქვს ნავთობროდუქტების ალტერნატიული მოწოდების გამოცდილება.
რუსეთთან სიტუაციის ესკალაცია, რაღა თქმა უნდა, გამოიწვევს ეკონომიკური პოლიტიკის არასასიკეთო კორექტირებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაფერი ისეთი არ მოხდება, რისი სიმწარეც აქამდე არ უწვნევია საქართველოს.
ამ სიტუაციაში ყურადსაღებია ერთი ძალზე მნიშვნელოვანი სიმპტომი: რუსეთი საქართველოსთან მდგომარეობას ძაბავს იმ მომენტში, როდესაც დიდი ნავთობსადენის პროექტის რეალიზაცია უნდა დაიწყოს. პუტინის მუქარაც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით არის გათვლილი. თუმცა თავად საუკუნის პროექტი სწორედ პოლიტიკური და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესების გამყარებით არის პროვოცირებული და, შესაძლოა, ”რუსული ჩექმის” პოლიტიკას, პირიქით, ბუმერანგის ეფექტი ჰქონდეს და დასავლეთმა ფორსირებულად სცადოს თავისი სტრატეგიული ინტერესის განხორციელება ნავთობსადენის ხარჯზე. ყოველ შემთხვევაში, საუკუნის პროექტის შეჩერების ან ჩაშლის საკითხი, ღვთის წყალობით, დასავლეთს აზრად არ მოსვლია.