Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიამ კარდინალური დემოკრატიული რეფორმები უნდა


ბელორუსიამ კარდინალური დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატაროს, ვიდრე ევროპის საბჭოში შესვლაზე პრეტენზიას განაცხადებდეს.

ბელორუსიამ კარდინალური დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატაროს, ვიდრე ევროპის საბჭოში შესვლაზე პრეტენზიას განაცხადებდეს.
ამის შესახებ საუბარია ევროპის საბჭოს რეზოლუციაში, რომელიც დღეს ბრიუსელში მიიღეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბელორუსიაში კვლავინდებურად ჩანასახობრივ მდგომარეობაშია სამოქალაქო საზოგადოება. რეზოლუციაში, გარდა ამისა, მოყვანილია ამ ქვეყანაში დემოკრატიული ნორმების დარღვევათა გრძელი ნუსხა; კერძოდ, ადამიანის უფლებათა სფეროში, საარჩევნო და სასამართლო სისტემებში.
XS
SM
MD
LG