Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი განაცხადა საქართველოს ოფიციალური პირების ნათქვამებთან დაკავშირებით,

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი განაცხადა საქართველოს ოფიციალური პირების ნათქვამებთან დაკავშირებით,
რომ საქართველო არ აფერხებს ჩეჩენთა ჯგუფების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას. რუსეთის აზრით, საქართველო ტერორისტებს რუსეთისკენ მიმავალ “მწვანე დერეფანს” უხსნის. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში მოქმედი სპეცოპერაციის დანიშნულებაა შეიარაღებული ფორმირებებისგან ხეობის გაწმენდა. გუშინ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ლაშა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო მიზანდასახულად ცდილობს რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ტერორისტების თავიდან მოშორებას. ამავე დროს, საქართველოს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან შეიარაღებული სეპარატისტების შემოღწევა არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის სასაზღვრო სამსახურების პრობლემაა.
XS
SM
MD
LG