შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აუცილებლად მიიჩნევენ ერაყის მიმართ უფრო მკაცრი რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოში,
მანამდე, სანამ ერაყში განახლდებოდეს გაეროს ინსპექტორების მუშაობა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ ხუთშაბათს ”არასრულყოფილი” უწოდა არსებულ რეზოლუციებს. მან თქვა, რომ გაეროს ინსპექტორებს შეუზღუდავად უნდა შეეძლოთ ერაყის სამხედრო ობიექტების, მათ შორის, სადამ ჰუსეინის რეზიდენციების შემოწმება. სტროს თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ იქ მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობენ. ერაყის ვიცე-პრემიერმა ტარიკ აზიზმა ვაშინგტონისა და ლონდონის მოთხოვნებს მიუღებელი უწოდა.