Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარი


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარი მორიგი შეტაკებების შედეგად დღეს 1 პალესტინელი მოზარდი დაიღუპა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარი მორიგი შეტაკებების შედეგად დღეს 1 პალესტინელი მოზარდი დაიღუპა.
ისრაელმა ჯარისკაცებმა მას შემდეგ გახსნეს ცეცხლი, რაც პალესტინელთა ჯგუფმა ქვების სროლა დაუწყო მათ ქალაქ ნაბლუსის მახლობლად, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის, ალ-ეინის რაიონში. ამასობაში, დღეს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხავიერ სოლანა ეწვია სამშვიდობო მისიით. იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს, იორდანიის მეფე აბდულასა და ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვდება. სოლანამ კვლავ დაადასტურა ევროკავშირის სწრაფვა – მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის.
XS
SM
MD
LG