Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის


საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კიშინიოვის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებათა ფარგლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროში დაიწყო კონკრეტული მუშაობა

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კიშინიოვის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებათა ფარგლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროში დაიწყო კონკრეტული მუშაობა
ტერორიზმთან და დამნაშავეობასთან ერთობლივი ბრძოლის მიმართულებით. უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ უკვე შედგა შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობს უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ პრონიჩევი. გარდა ამისა, დაიწყო ერთობლივი მუშაობა საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებებს შორის შეთანხმების ოქმზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის პრობლემურ მონაკვეთებზე უსაფრთხოების ღონისძიებათა გეგმის შემუშავებას.
XS
SM
MD
LG