Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუვეითის სპეცსამსახურების მტკიცებით, რამდენიმე ადამიანმა


ქუვეითის სპეცსამსახურების მტკიცებით, რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე

ქუვეითის სპეცსამსახურების მტკიცებით, რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე
ამასწინანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავეს, აღიარა ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” კავშირი. ამის შესახებ ქუვეითის პარლამენტის წევრმა ჰალედ ალ-ადვამ განაცხადა დღეს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ქუვეითის ხელისუფლებამ დააკავა 15-დე ადამიანი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ამერიკელ საზღვაო ფეხოსანთა ქვედანაყოფზე გასულ სამშაბათს განხორციელებული თავდასხმის თანამონაწილენი არიან. თავდასხმის შედეგად 1 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მეორე – დაიჭრა.
XS
SM
MD
LG