Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პატიმრობიდან


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პატიმრობიდან გაათავისუფლა დღეს ცნობილი დისიდენტი რიად ალ-თურქი,

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პატიმრობიდან გაათავისუფლა დღეს ცნობილი დისიდენტი რიად ალ-თურქი,
რომელიც ქვეყანაში აკრძალული კომპარტიის პოლიტბიუროს ხელმძღვანელობს. როგორც სირიის არაბული ამბების სააგენტოს ცნობაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა ასადმა "ჰუმანიტარული მოსაზრებით" გადაწყვიტა 74-წლის ალ-თურქის გათავისუფლება, რომელიც ჰიპერტონიით და დიაბეტითაა დაავადებული. რიად ალ-თურქი 30-თვიანი პატიმრობის სასჯელს იხდიდა დამასკოს ციხეში. წაყენებული ბრალდების თანახმად, მან კონსტიტუციის შეცვლა სცადა და ავტორიტეტი შეულახა სირიის ხელისუფლებას. რიად ალ-თურქი მის 9 თანამოაზრესთან ერთად გასული წლის მიწურულს დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG