Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დაწყებას ცდილობს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია აქამდე აცხადებდა, რომ ვაშინგტონი არ შეურიგდება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ არსენალს. ფხენიანს მიეცა უკანასკნელი ვადა შეასრულოს

ამერიკის მოთხოვნები ან მოელოდეს სამხედრო აქციებს. ჯერ კიდევ გასულ კვირაში განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია ორ ფრონტზე ომი.
მაგრამ როგორც ჩანს, ვაშინგტონმა ამ პოზიციიდან დაიხია. სახელწიფო მდივანი კოლინ პაუელი და სხვა ოფიციალური პირები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ასეთი ულტიმატუმი კონტრპროდუქტიული იქნება.

[პაუელის ხმა] "ჩვენ არ ვაპირებთ პრევნტიული დარტყმის განხორციელებას. შეერთებულ შტატებს აქვს მრავალი შესაძლებლობა - პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური და, დიახაც, სამხედრო. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილოეთი კორეისთვის დამუქრებით კრიზისული ატმოსფეროს შექმნას."

კვირას პაუელი ამერიკის ყველა ტელეარხით გამოვიდა. მისი სიტყვები მიანიშნებს, რომ ვაშინგტონმა ამ კომუნისტური ქვეყნის მიმართ კვერისა და მათრახის პოლიტიკა აირჩია.

ამასთან, დიპლომატიური არხის გახსნის პარალელურად შეერთებული შტატები ფხენიანის ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. ის მოითხოვს ჩრდილოეთი კორეის მეზობლებისგან მასთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას - მათ შორის საწვავის მიწოდების შეჩერაბას იქამდე, სანამ ჩრდილოეთი კორეა გადამუშავებული საწვავიდან პლუტონიუმის წარმოებას შეწყვეტს.

მაგრამ ვაშინგტონის ამ ინიციატივას შეიძლება მოწინააღმდეგეები გამოუჩნდეს. სამხრეთი კორეა, იაპონია და რუსეთი თვლიან, რომ დიპლომატიური საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული.

პაუელმაც თქვა, რომ სამხედრო ვარიანტი ჯერჯერობით არ განიხილება. "ჩვენი არხები გახსნილია, ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ კორეელებთან კომუნიკაციების დამყარების გზები... მათ იციან, როგორ უნდა დაგვიკავშიოდნენ. ჩვენ გყავს მეგობრები, რომელთაც აქვთ მათთან კავშირიო," თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ფხენიანი დიდი ხანია ისწრაფის შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ურთიერთობათა ნორმალიზაციის მიზნით. მაგრამ პაუელმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონი ამ მიმართულებით არ ფიქრობს. მისი თქმით, ასეთი ფართო სპექტრის ხელშეკრულება იქნება ჩრდილოეთი კორეის ლიდერის კიმ იონგ ილისთვის ჯილდოს მიცემის ტოლფასი მისი ამჟამინდელი მოქმედებებისთვის.

"მას ჰგონია, რომ შეერთებული შტატები პანიკაშია და ამგვარად ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ყველა მისი მოთხოვნა და შევურიგდეთ მის ასეთ საქციელსო", თქვა პაუელმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ გარდა იაპონიისა და სამხრეთი კორეისა, შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ ჩინეთიც მიიღებს მონაწილეობას ჩრდილოეთი კორეის კრიზისის გადაჭრაში.

ადრე ვაშინგტონი უარს აცხადებდა ფხენიანთან დიალოგზე. პრეზიდენტმა ბუშმა ჩრდილოეთი კორეის რეჟიმი "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა. კრიტიკოსები, როგორც ჩრდილეთ კორეაში, ისე ქვეყნის შიგნით, ამბობენ, რომ ასეთი პოლიტიკა ქვეყანას კუთხეში აქცევს. კვირას პაუელმა თქვა, რომ ვაშინგტონს ასეთი პოლიტიკა არა აქვს. ამასთან აღნიშნა, "ჩვენ არ

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აზრით, თუ ჩრდილოეთი კორეა დაიწყებს ბირთვული საწვავის პლუტონიუმად გადაქცევის პროცესს, ზაფხულის დამდეგისთვის მას 5-6 ბომბის შექმნა შეეძლება. სამმართველოს ვარაუდით ფხენიანს უკვე აქვს ორი.
XS
SM
MD
LG